მხარდაჭერას ვუცხადებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს!

ვიწყებთ თანხის შეგროვებას!

Შემოსული თანხა პირდაპირ მოხმარდება მშვიდობიანი მანიფესტანტების საჭიროებებს: ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფას, სამედიცინო დახმარებას და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, ფიზიკური უსაფრთხოების საჭიროებებს.

მშვიდობიანი აქციის დარბევა უკანონოა, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული მანიფესტანტები და შეწყდეს მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია არაერთი საერთაშორისო თუ რეგიონული ხელშეკრულებით, მათ შორის:

ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით (მუხლი 20)

საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების შესახებ (მუხლი 21)

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მუხლი 11);

Გაეროს უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციით (მუხლი 5).

Შეკრების თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 21) და კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ.

ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, რომლებიც მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებენ საქართველოში “რუსული კანონის” მიღებას. მადლობას ვუხდით მათ და იმ უამრავ ადამიანს, ვინც თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ ასევე მხარდაჭერის მოთხოვნისთვის შესავსებ ფორმას.

ჩვენი დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ინდივიდუალური პირი ან კერძო კომპანია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს და არ უქმნის საფრთხეს ორგანიზაციის რეპუტაციას. ორგანიზაცია არ იღებს დონაციას პოლიტიკური პარტიებისგან, ასევე არ ვიღებთ დაფინანსებას კორუფციულ საქმიანობაში შემჩნეული კომპანიებისგან.

გთხოვთ, მიუთითეთ გადარიცხვის დანიშნულებაში: დონაცია.

საბანკო IBAN ნომრები ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვებისთვის:

ლარი: #GE41TB7249036080100001

აშშ დოლარი/ევრო: #GE85TB7249036180100001

მიმღები: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი/ THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI

დანიშნულება: დონაცია

ფოტო: პუბლიკა