იწყება მონაწილეთა შერჩევა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კურსისთვის

“ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლი” “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან” და “ბორის ზვისკაუს ბელარუსის ადამიანის უფლებათა სახლთან” ერთად იწყებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კურსს ახალგაზრდა აქტივისტებისთვის.

2017 წლის 22-26 ნოემბერს, ახალგაზრდა აქტივისტებისთვის საქართველოდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სკოლის პირველი სესია ჩატარდება. პირველ სესიას ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლი (უკრაინა) უმასპინძლებს.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კურსი ახალგაზრდა აქტივისტებისთვის წარმოადგენს საგანმანათლებლო პროდუქტს, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ თანამედროვე პრაქტიკას, საგანმანათლებლო სფეროში არსებულ საუკეთესო მეთოდებსა და ინსტრუმენტებს ადამიანის უფლებათა და საზოგადო ინტერესების დასაცავად ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

პროექტი ტარდება „ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის“ მხარდაჭერით ინიციატივა House2House ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აქტივისტებს:

  • 18-დან 35 წლამდე,
  • წამოადგენენ საქართველოს, უკრაინისა და ბელარუსის ადამიანის უფლებათა სკოლის კურსდამთავრებულებს,
  • ან წარმოადგენენ ადგილობრივ ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებათა და საზოგადო ინტერესების დაცვის სფეროში მოღვაწეობს.
  • ფლობენ რუსულ უნას.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ:

  • გაიღრმაონ ცოდნა ადამიანის უფლებათა სფეროში; გაეცნონ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ სტანდარტებს;
  • გაეცნონ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო მექანიზმებს.
  • დაეუფლონ და გააანალიზონ ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტები მონაწილეთა ქვეყნებში მონიტორინგის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის.
  • გამოიყენონ თანამედროვე მედია და სოციალური ქსელები ადამიანის უფლებათა კონცეფციისა და ღირებულებების განვითარებისთვის;
  • მონაწილეობა მიიღონ არაფორმალურ, ფაკულტატიურ აქტივობებში;
  • მოახდინონ საკუთარი იდეების გენერირება, ჩამოაყალიბონ ერთ მიზანზე ორიენტირებული გუნდი და მოემზადონ პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად;
  • მიიღონ ექპერტისგან რჩევები საკუთარი იდეების განსახორციელებლად, რომლებიც მიმართული იქნება ადამიანის უფლებებისა და საზოგადო ინტერესების დასაცავად.

სასწავლო კურსს დაესწრება 20 მონაწილე: 8 – უკრაინიდან, 8 – ბელარუსიდან და 4 – საქართველოდან.

პირველი მოდულის მონაწილეები დაესწრებიან შემდეგ მოდულებს, რომლებიც ჩატარდება ლიტვასა და საქართველოში.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 22 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ google-form და გამოაგზანონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ან რუსულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: hrhtschool@gmail.com.

კურსში მონაწილეობა უფასოა. ორგანიზატორები მონაწილეებისთვის უზრუნველყოფენ მგზავრობას, საცხოვრებელსა და კვებას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: hrhtschool@gmail.com.

Facebook Comments