ქვიარ აქტივისტებს ვკითხეთ, რა ჰქონდათ სათქმელი საზოგადოებისთვის.
წლევანდელი კვირეული პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს მოიცავს, მათ შორის, საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.
კვირეულის მიზანი თემის გაძლიერება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათი უფლებების უფრო აქტიურად დაცვა, მხარდამჭერების შემოკრება, ლგბტქი კულტურისა და ისტორიის წარმოჩენაა.