“თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის”

თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” IREX ევროპასთან პარტნიორობით იწვევს საქართველოს რეგიონებში, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს ღონისძიებაში – „თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის“ – მონაწილეობის მისაღებად.

ღონისძიების შესახებ

ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე  ორგანიზაციების და აქტივისტების შეკრება თბილისში, რითაც შეიქმნება ინფორმაციის და კონტაქტების გასაზიარებელი პლატფორმა, ასევე საფუძველი ჩაეყრება მომავალ თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ ორგანიზაციებთან ერთად, 2019 წლის ფორუმი უმასპინძლებს ძლიერ და აქტიურ ქალებს, რომლებიც იბრძვიან სხვისი უფლებების დასაცავად, სოციალური პრობლემის მოგვარებისთვის. თუმცა, მათი საქმიანობა თუ ის პრობლემები, რის წინააღმდეგაც იბრძვიან, ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ფორუმის მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მიმდინარე აქტივობების და პროექტების შესახებ ინფორმაცია, ასევე ბეჭდური მასალა სპეციალურად მოწყობილ სტენდებთან. გარდა ამისა, მათ ექნებათ უნიკალურ შესაძლებლობა გააზიარონ ინფორმაცია და დაამყარონ კონტაქტები ღონისძიებაზე დამსწრე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღების შესაძლებლობა ექნებათ ფორუმში მონაწილე ორგანიზაციებსაც. გარდა ორგანიზაციებისა,  დისკუსიაში ჩაერთვებიან აქტიური ქალებიც, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა ინდივიდუალურ საქმიანობას ნაკლებად იცნობს ფართო საზოგადოება.

ფორუმის პარალელურად მოეწყობა ფოტოკონკურის „უცნობი პორტრეტები: ქალები და აქტივიზმი“  შერჩეული ფოტოების გამოფენა, ასევე გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება.

ღონისძიება იმართება IREX ევროპასთან პარტნიორობით, ევროკომისიის დაფინანსებით პროექტ “ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა” –ს ფარგლებში.

 

ვის შეუძლია ფორუმში მონაწილეობის მიღება?

  • საქართველოში რეგიონში დარეგისტრირებულ და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს,
  • საქართველოს რეგიონებში ჩამოყალიბებულ საინიციატივო ჯგუფებს, რომელთა შექმნის მიზანიცაა ადამიანის უფლებების დაცვა

 

პროცედურა მონაწილეობის მისაღებად:

მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ ეს ფორმა 1 არაუგვიანეს 1-ლი ივლისის 18:00 საათისა.

შერჩეულ ორგანიზაციებთან დაკავშირება მოხდება 8 ივლისის ჩათვლით.

მონაწილეებისთვის ფორუმზე უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მაგიდა  სპეციალური სტენდების სახით საინფორმაციო დოკუმენტების, ბანერების და ვიზუალური მასალის წარმოსადგენად. მონაწილეობის მსურველებისთვის ანაზღაურდება თბილისში ორგანიზაციის არაუმეტეს 2 წარმომადგენლის ჩამოსვლა და ერთი ღამით დარჩენა.

ფორუმის ჩატარების სავარაუდო თარიღი: 16 ივლისი, თბილისი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”,
თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა.
ელ-ფოსტა: tbilisi@humanrightshouse.org
ტელეფონი: +995 322 30 77 66

ორგანიზაციის შესახებ: 

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” (“თბილისის სახლი”) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებათა სფეროში აქტიურ ხუთ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. თბილისის სახლის წევრები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, საფარი და მედიის ინსტიტუტი.

წევრი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ერთობლივი სტრატეგიის შესაბამისად, თბილისის სახლის ძირითადი საქმიანობა უფლებადამცველებისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების დაცვა და გაძლიერება, ასევე ადამიანის უფლებების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

თბილისის სახლი 2010 წელს დარეგისტრირდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის ხელშეწყობით. ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი აერთიანებს დამოუკიდებელ უფლებადაცვით ორგანიზაციებს ადამიანის უფლებათა სახლების საერთაშორისო ქსელში, რომლებიც 11 ქვეყანაში, 16 ადამიანის უფლებათა სახლში საქმიანობენ.

ვებ-გვერდის მისამართი:

https://hrht.ge/

https://humanrightshouse.org/human-rights-houses/tbilisi/

ფეისბუქის გვერდი:

https://www.facebook.com/humanrightshousetbilisi/

Facebook Comments