29 აპრილს ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის ორგანიზებით გაიამართა დისტანციური რეგიონალური კონსულტაცია კლემენტ ვულთან, გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ბაია პატარაიამ.
ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის წარმომადგენლებმა შეხვედრის განმავლობაში განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც ადამიანის უფლებებისთვის Covid-19-მა გააჩინა. ასევე, მსჯელობა შეეხო იმ სხვადასხვა ნაბიჯებს, რომლებსაც სახელმწიფოები დგამენ ვირუსთან ბრძოლის ეტაპზე. შეხვერის მონაწილეებმა სპეციალურ მომხსენებელს სხვადასხვა რეკომენდაციები მისცეს მათ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
თბილისის სახლის გამგეობის თავმჯდომარემ საქართველოსთან დაკავშირებით შემდეგი რეკომენდაციები მისცა მომხსენებელს:
- შემუშავებულ იქნას წინასაარჩევნოდ შეკრებისა და გაერთიანების უფლებების კრიზისულ პერიოდში გამოყენების სტანდარტი
- დეტალურად იქნას ჩამოყალიბებული სასჯელების/სანქციების დაწესების სტანდარტები საკარანტინე აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში (ამასთანავე სახლის გამგეობის თავმჯდომარემ მომხსენებელს რეკომენდაცია მისცა, მიმდინარე მოვლენების ფონზე გაეკეთებინა განცხადება საქართველოში მძიმე სანქციების დაწესების შესახებ)
- წარმოადგინოს სასამართლოს მეგობრის (ე.წ. amicus curie) მოსაზრებები ეროვნული სასამართლოსთვის, შეკრების და გაერთიანების უფლების შესახებ, განსაკუთრებით პოლიტიკური პროტესტის შესახებ სასამართლო საქმეებში.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე სთხოვეს მომხსენებელს, მკაფიო განცხადებები შეიმუშავოს იმ შემთხვევებზე საპასუხოდ, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფოები Covid-19 – ის კრიზისს ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის საბაბად იყენებენ. ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალში კონკრეტულ ქვეყნებში მომხსენებლის „ონლაინ“ ვიზიტის შესაძლებლობა, საერთაშორისო მიმოსვლის შეჩერების გამო.
ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის განცხადება იხილეთ აქ.