თბილისის სახლის ახალი პროექტი – COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა

2020 წლის ივლისიდან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა (HRHT) დაიწყო ახალი პროექტი ”COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა”  ფრანგულ ორგანიზაცია IREX Europe- სთან პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის ძირითადი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობისა ხელშეწყობა, აგრეთვე COVID -19-ით გამოწვეული უშუალო და გრძელვადიანი ზიანის შემსუბუქება. პროექტი აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას რამდენიმე მიმართულებით, უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების გრანტებს, ფსიქოსოციალურ და იურიდიულ დახმარებას, ტექნიკური დახმარების გრანტებს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ციფრული და შესაძლებლობების განვითარებისთვის, დამოუკიდებელი მედიის ძირითად მხარდაჭერას, მედია კამპანიებს და ასევე ადვოკატირებას და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პროექტი გაგრძელდება ოთხი წლის განმავლობაში, 2020 წლის ივლისიდან 2024 წლის ივნისამდე და მიზნად ისახავს:

  • არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეინარჩუნონ მდგრადობა  COVID-19 -ის კრიზისიდან გამომდინარე.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უფრო გამოცდილი და მომზადებულები იყვნენ, რათა განაგრძონ თავიანთი ბენეფიციარების მხარდაჭერა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვა.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია შეეწინააღმდეგონ დეზინფორმაციის და ყალბი ამბებს  გავრცელებას და მიაწოდონ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია პანდემიისა და მისი გავლენის შესახებ.

პროექტის პირველ ეტაპზე თბილისის სახლმა გამოაცხადა კონკურსი ორგანიზაციებისთვის, სხვადასხვა საგრანტო მიმართულებებით.

კონკურენციის შერჩევის პროცესის საფუძველზე, შემდეგი ორგანიზაციები შეირჩნენ და მიიღეს გრანტები:

საგანგებო გრანტები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის:

  1. “მომავლის განვითარების სახლი”
  2. ასოციაცია ”ტოლერანტი”
  3. “ხელი ხელს”
  4. ”თანაზიარი”
  5. განათლებისა და განვითარების ცენტრი ”ტოლისკური”
  6. “სოციალურ მუშაკთა გაერთიანება”
  7. ”კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი”
  8. ეკოლოგიური ასოციაცია ”დეა”
  9. „ქედელი“
  10. აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი
  11. „მანდალა“
  12. “ჯგუფი სოციალური ცვლილებებისთვის”
  13. ”უფლებები საქართველო”

ფსიქო-სოციალური და იურიდიული დახმარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის:

  1. “თანხმობა”
  2. ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”
  3. ”თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი”

ტექნიკური დახმარების გრანტები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დიგიტალიზაციის გასაძლიერებლად:

  1. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
  2. “ქსენონი”
  3. “ჰელფინგ ჰენდ”
  4. “ანიკა”
  5. “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი”
  6. განათლებისა და განვითარების ცენტრი ”ტოლისკური”
  7. “სამოქალაქო დარბაზი”

დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მხარდაჭერა:

  1. გურია ნიუსი
  2. გურია TV
  3. ინდიგო
  4. ჩემი ხარაგაული
  5. ქვემო ქართლის მედია
  6. მედიის ინსტიტუტი
  7. Tok TV
  8. თრიალეთის ტელევიზია
  9. რადიო “ბათუმი”
  10. ALIQ მედია

Facebook Comments