„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ უფლებადამცველების დაცვის პროგრამის  ფარგლებში, ქართველ უფლებადამცველებსა და აქტივისტებს, ჩვენი  წევრი ორგანიზაციების ჩართულობით, სთავაზობს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, გადაწვის საწინააღმდეგო აქტივობებსა და ფსიქო-სოციალურ​ რეაბილიტაციას.

თუ ხართ უფლებადამცველი და გჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: bit.ly/2ZAmqgw

თბილისის სახლი მუდმივ მონიტორინგს უწევს საქართველოში უფლებადამცველებისა და აქტივისტების მდგომარეობას, ახდენს უფლებადარღვევების დოკუმენტირებას. თუ გაქვთ ინფორმაცია უფლებადამცველის/აქტივისტის მიმართ უფლებადარღვევის, ზეწოლის ან მუქარის შესახებ, ან თავად ხართ მსხვერპლი, შეგვეტყობინეთ ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე.

მოგვმართეთ დაცვის პროგრამის სერვისებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით:

​ელ-ფოსტა: protection@hrht.ge

Whatsapp, Signal, Telegram:

+9955 95 09 19 44

+995 91 25 43 26