„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ აგრძელებს ქართველი უფლებადამცველებისა და აქტივისტების გაძლიერებას

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ უფლებადამცველების დაცვის პროგრამის  ფარგლებში, ქართველ უფლებადამცველებსა და აქტივისტებს, ჩვენი  წევრი ორგანიზაციების ჩართულობით, სთავაზობს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, გადაწვის საწინააღმდეგო აქტივობებსა და ფსიქო-სოციალურ​ რეაბილიტაციას.

თუ ხართ უფლებადამცველი და გჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: bit.ly/2ZAmqgw

თბილისის სახლი მუდმივ მონიტორინგს უწევს საქართველოში უფლებადამცველებისა და აქტივისტების მდგომარეობას, ახდენს უფლებადარღვევების დოკუმენტირებას. თუ გაქვთ ინფორმაცია უფლებადამცველის/აქტივისტის მიმართ უფლებადარღვევის, ზეწოლის ან მუქარის შესახებ, ან თავად ხართ მსხვერპლი, შეგვეტყობინეთ ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე.

მოგვმართეთ დაცვის პროგრამის სერვისებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით:

​ელ-ფოსტა: protection@hrht.ge

Whatsapp, Signal, Telegram:

+9955 95 09 19 44

+995 91 25 43 26

Facebook Comments