თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიმართვა საქართველოს შესახებ UPR-ის პრე-სესიაზე

8 დეკემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) კოორდინატორმა ნათია თავბერიძემ,  საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) პრე-სესიაში მიიღო მონაწილეობა.  HRHT-ის სახელით მან გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გააცნო საქართველოში უფლებადამცველების წინაშე არსებული მთავარი პრობლემები.

2020 წლის ივლისში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა და ადამიანის უფლებათა სახლების ფონდმა ერთობლივად წარადგინეს ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში. ანგარიშში განხილულია საქართველოში უფლებადამცველების წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე შეკრების უფლებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები და მედიის თავისუფლების ასპექტები.

UPR პროცესი გულისხმობს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებას 5 წელიწადში ერთხელ. ამ პროცესში სახელმწიფოებს საშუალება ეძლევათ, გაეროს ინსტიტუტების წინაშე განაცხადონ, რა ქმედებები განახორციელეს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამ კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. განხილვაში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთაც შესაძლებლობა მიმართონ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს და ჩრდილოვანი ანგარიშები გაგზავნონ.

იხილეთ პრე-სესიაზე გაკეთებული მიმართვის ტექსტი 

ვრცლად ანგარიშის შესახებ

Facebook Comments