ახალგორელი ჟურნალისტის და აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის უფლებებს ხელახლა აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატი დაიცავს.
თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის აგვისტოში რამდენიმე საათით გაიტაცეს და ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ახალგორის რაიონულმა სასამართლომ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა, მაგრამ ე.წ. პროკურატურამ საქმე სასამართლოში 2019 წლის ივლისში ხელახლა დააბრუნა.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი დონორების – “Human Rights House Foundation”-ის და “Urgent Action Fund” ის ფინანსური მხარდაჭერით მთლიანად დაფარავს თამარ მეარაყიშვილის ადვოკატის ხარჯებს.