ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს ვაკანსიას: დაცვის პროგრამის საქმეების მენეჯერი

უფლებადამცველების დაცვის პროგრამის მიზანია უფლებადამცვლეების და აქტივისტების დაცვა და გაძლიერება, მათთვის  საჭირო სხვადასხვა ტიპის სერვისების გაწევა და მათი უფლებების ადვოკატირება. დაცვის პროგრამის ძირითად სამიზნე ჯგუფს საქართველოში დევნილი უფლებადამცველები წარმოადგენენ, რომელთა განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით, პროგრამის ბენეფიციარებისთვის შეთავაზებული სერვისები მოიცავს ფინანსურ დახმარებას, თავშესაფრის უზრუნველყოფას, სამედიცინო, იურიდიული და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაცვის პროგრამის ბენეფიციარებთან კომუნიკაცია;
  • ბენეფიციარებისთვის საჭირო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; საჭირო კონსულტაციების დაგეგმვა და სერვისების მიღების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის და პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე, პოზიციის შესაბამისი სხვა აქტივობების განხორციელება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უფლებადაცვით ორგანიზაციაში მუშაობის მოტივაცია
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
  • ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარები
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და კომუნიკაციის უნარები
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროებში.

საქმეების მენეჯერი უშუალოდ პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორის და დაცვის პროგრამის ოფიცრის წინაშე.

სამუშაოს დატვირთულობა: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათამდე)

ყოველთვიური ანაზღაურება: 400 ევრო (დარიცხული ხელფასი)

სამუშაო კონტრაქტი იდება ერთი წლის ვადით, სამომავლოდ გაგრძელების პერსპექტივით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ:

  • მაქსიმუმ 500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი ქართულად, რომელიც აღწერს, თუ რატომ გსურთ ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობა;
  • მინიმუმ ერთი რეკომენდატორის ვინაობა, საქმიანობის სფერო და მისი საკონტაქტო ინფორმაცია
  • თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.

დოკუმენტები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელექტრონული ველის დაფაში მიუთითოთ: „ვაკანსია- დაცვის პროგრამის საქმეების მენეჯერი“

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 10  ოქტომბერი, 23:00 (თბილისის დრო).