გაწვდით განაახლებულ ინფორმაციას მიღებული დონაციის, განაცხადებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდის შესახებ.

15 ივლისის მონაცემებით, გადახდილია 41 ჯარიმა, ჯამში 61398 ლარის ოდენობით. ჯარიმის ანაზღაურების მოთხოვნით, ამ დრომდე შემოსულია 130 აპლიკაცია.

რაც შეეხება შემოწირულობებს, დონაციით მივიღეთ 424 810 ლარი, 4 411 დოლარი და 19 145 ევრო.

საქველმოქმედო კონცერტის პირდაპირი/ტექნიკურმა ხარჯმა შეადგინა 73 111 ლარი. დარჩენილი თანხა კი სრულად მიმართულია აქციებზე დაზარალებული მანიფესტანტების მხარდაჭერაზე.

თუ ხართ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაზარალებული პირი და გესაჭიროებათა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა, სამედიცინო დახმარება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ან გაქვთ ფიზიკური უსაფრთხოების სხვა საჭიროება, შეავსეთ ფორმა. გაითვალისწინეთ, რომ პრიორიტეტულია უფრო ახლო ვადაში გადასახდელი ჯარიმები.

თუ გსურთ დონაცია, შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

TBC ბანკი:

GEL: #GE41TB7249036080100001

USD/EUR: #GE85TB7249036180100001

საქართველოს ბანკი:

GEL/USD/EUR: #GE90BG0000000595714311

მიმღები: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI

დანიშნულება: Donation

PayPal: [email protected]

 ჩვენი დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ინდივიდუალური პირი ან კერძო კომპანია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს და არ უქმნის საფრთხეს ორგანიზაციის რეპუტაციას. ორგანიზაცია არ იღებს დონაციას პოლიტიკური პარტიებისგან, ასევე არ ვიღებთ დაფინანსებას კორუფციულ საქმიანობაში შემჩნეული კომპანიებისგან.

#არარუსულკანონს