„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრო-ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“აცხადებს 5 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის “აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • პროექტის ფარგლებში აღებულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრების, სარჩელების მომზადება;
  • სხვა პროექტით გათალისწინებულ საქმეებში მონაწილეობა;
  • ადმინისტრაციული ფუნქციების შეთავსება.

სავალდებულო უნარები:

  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
  • კარგი წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, ან იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ან იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული;

დარიცხული ანაზღაურება: 70 ევროს ექვივალენტი ლარში.

ვაკანსიაზე განაცხადის გადმოგზავნის მსურველებმა CV (Curiculum Vitae) და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

ვაკანსიის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 3 ნოემბერი.