ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის განცხადება: გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები რუსეთის ფედერაციისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შესაჩერებლად

ჩვენ, ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის ხელმომწერი წევრები, მოვუწოდებთ გაეროს გენერალურ ასამბლეას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები რუსეთის ფედერაციისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შესაჩერებლად.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში ხელახალი შეჭრის შემდეგ, ვიხილეთ სარწმუნო მტკიცებულებები ჩერნიგოვის, ხარკოვის და კიევის ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ. Human Rights Watch-ის ბოლო ანგარიში ადასტურებს ომის კანონების დარღვევის არაერთ ეპიზოდს,  მათ შორის განმეორებადი გაუპატიურების, ორი მასობრივი დახოცვის, ბავშვების მიმართ განხორციელებული უკანონო ძალადობის და მუქარის შემთხვევებს. ბოლო ორი დღის მანძილზე გავრცელდა ახალი და სანდო ცნობები უკრაინაში, მათ შორის, ბუჩაში ჩადენილი სისასტიკეების შესახებ. თვითმხილველი ჟურნალისტები და ჰუმანიტარული მისიების წარმომადგენლები აღწერენ მასობრივ ღია საფლავებსა და ქუჩაში მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას, ,,ზოგიერთს ზურგს უკან შეკრული ხელებით“.

2022 წლის 4 მარტს მიღებულ რეზოლუციაში 49/1, ადამიანის უფლებათა საბჭომ „უმკაცრესად დაგმო ადამიანის უფლებების დარღვევა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ბოროტად გამოყენება და დარღვევა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით.“ საბჭომ გამოხატა ”მძიმე შეშფოთება დასახლებულ პუნქტებში რუსული არტილერიის მიერ ცეცხლის დაშენითა და დაბომბვით გამოწვეული ადამიანის მრავალი უფლებისთვის მიყენებული დადასტურებული ზიანის გამო, მათ შორის სიცოცხლის, განათლებისა და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლებების დარღვევებისთვის.“ გარდა ამისა, საბჭოს რეზოლუცია 49/1 გამოხატავს მძიმე შეშფოთებას „ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისა და ბოროტად გამოყენების შესახებ“ ცნობების გამო. ეს მკაცრი შეფასება შეიძლება მივიჩნიოთ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 60/251 – ის ამოქმედების საფუძვლად, რამდენადაც ის ადგენს შესაბამის სტანდარტს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების შესაჩერებლად.

რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინაში არის რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებსა და უფლებადამცველებზე უფრო ფართო და ხანგრძლივი თავდასხმების ნაწილი. ათ წელზე მეტია, ხელისუფლება ჩართულია მეთოდურ და დრაკონულ კამპანიაში რუსეთში განსხვავებული აზრის და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად. უფლებადამცველები და ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ გააკრიტიკონ რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევები, ხდებიან ყველაზე მკაცრი თავდასხმის მსხვერპლნი. ის რუსი უფლებადამცველები და ორგანიზაციები, რომლებიც ადვოკატირებას უწევენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ქალთა უფლებებსა და რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ და გენდერული უმცირესობების უფლებებს, ებრძვიან კორუფციას და იბრძვიან გარემოს დაცვისთვის, ხელისუფლების დევნის გამო მუდმივ საფრთხეში არიან.   არასდროს ყოფილა ასეთი რთული და საშიში უფლებადამცველებისა და ორგანიზაციებისთვის რუსეთის ფედერაციაში საქმიანობა.

ამავდროულად, საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია დაინახოს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ტენდენციების საზღვარგარეთ გატანა – ხელისუფლება ფედერაციის საზღვრებს გარეთაც ახორციელებს მასობრივ უფლებადარღვევებს. რუსეთის გავლენა რეგიონში აფერხებს დემოკრატიული ტრანზაციის პროცესს და ნაწილობრივ მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დღის წესრიგს მთავრობებისა და არასახელმწიფო აქტორების, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) და რადიკალური ულტრამემარჯვენე ჯგუფების მეშვეობით. ბელარუსისადმი რუსეთის მხარდაჭერამ საშუალება მისცა ამ ქვეყნის ხელისუფლებას გაეგრძელებინა სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველებისა და განსხვავებული, ოპოზიციური ხმების ჩახშობა.

ჩვენ მოვუწოდებთ გენერალურ ასამბლეას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები რუსეთის ფედერაციისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შესაჩერებლად. რუსეთის ქმედებები უკრაინაში, ისევე როგორც ათწლეულების მანძილზე, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მისი სისტემური თავდასხმები ადამიანის უფლებებზე, სრულიად საკმარის საფუძველს წარმოადგენს ამისთვის.

ხელმომწერები: 

საქართველო

  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • უფლებები საქართველო
  • მედიის ინსტიტუტი
  • საფარი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

სომხეთი

  •  Human Rights House Yerevan
  • Pink Human Rights Defender NGO
  • Women’s Resource Center

აზერბაიჯანი

  • Election Monitoring & Democracy Studies Center
  • Women’s Association for Rational Development

ბელარუსი

  • Barys Zvozskau Belarusian Human Rights House
  • Belarusian civil society organisation
  • Belarusian civil society organisation
  • Belarusian civil society organisation

ხორვატია

  • B.a.B.e. Be Active. Be Emancipated
  • Croatian Youth Network
  • CROSOL – Croatian Platform for International Citizen Solidarity
  • Human Rights House Zagreb
  • Documenta – Center for Dealing with the Past

ნორვეგია

  • Human Rights House Foundation
  • Mental Health & Human Rights Info
  • Rafto Foundation for Human Rights

პოლონეთი

  • Helsinki Foundation for Human Rights

სერბეთი

  • Belgrade Centre for Human Rights
  • Civic Initiatives
  • Helsinki Committee for Human Rights
  • Policy Center
  • YUCOM

უკრაინა

  • Association UMDPL
  • Centre for Civic Education “Almenda”
  • Crimean Human Rights Group
  • Educational Human Rights House Chernihiv
  • Human Rights House Crimea
  • NGO “Human Rights Vector”
  • NGO MART
  • Regional Centre for Human Rights
  • Ukrainian Helsinki Human Rights Union
  • ZMINA Human Rights Centre

Facebook Comments