ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის განცხადება თამარა მეარაყიშვილის საქმესთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის განცხადება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უფლებადამცველი თამარა მეარაყიშვილის ბოლოდროინდელ დევნასთან დაკავშირებით

და მოწოდება რუსეთის მთავრობისადმი, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა შეწყდეს აღნიშნული სისხლისსამართლებრივი დევნა

 

ჩვენ, ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის 60 წევრი, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ცნობილი უფლებადამცველის, თამარა მეარაყიშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. დე ფაქტო მთავრობის მიერ ბრალის წაყენება და შემდგომი სამართლებრივი დევნა თამარა მეარაყიშვილის მიერ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორუფციის გამოვლენის მცდელობებს მოჰყვა. თამარა მეარაყიშვილი საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას თავისი ძირითადი და კანონიერი უფლებებით სარგებლობდა და ის, როგორც უფლებადამცველი, აუცილებელია სარგებლობდეს შესაბამისი გარანტიებით.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციის მთავრობას, საკუთარი გავლენა გამოიყენოს და თამარა მეარაყიშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება და შემდგომი სამართალწარმოება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

ეთნიკურად ქართველი თამარა მეარაყიშვილი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ქალაქ ახალგორში ცხოვრობს. ის ფრილანსერი ჟურნალისტი და აქტივისტია. მას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლისთვის და კორუფციის გამოვლენის მცდელობისთვის უპირისპირდება.

2017 წლის აპრილში, გაზეთში “Echo Kavkaza“ დაიბეჭდა თამარა მეარაყიშვილის ინტერვიუ, სადაც მან ახალგორის მუნიციპალიტეტში კორუფციის შესახებ ისაუბრა. ორი თვის შემდეგ, 2017 წლის ივნისში, თამარა მეარაყიშვილი გაიტაცეს და უკანონოდ დააკავეს. გამტაცებლები მას ემუქრებოდნენ როგორც ფიზიკურად, ასევე ცილისწამებისთვის მის წინააღმდეგ საქმის აღძვრითაც. თამარა მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მას შეეზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.

2020 წლის 17 იანვარს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ თამარა მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმე ქვედა ინსტანციაში ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ, რადგან მიგვაჩნია, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ცდილობს მიმდინარე პროცესი მეარაყიშვილის ნების საწინააღმდეგოდ მისი გაძევებისთვის გამოიყენოს.

თამარა მეარაყიშვილი უფლებადამცველია. რუსეთის მთავრობამ, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, მისი, როგორც უფლებადამცველის უფლებები უნდა დაიცვას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, რომ უზრუნველყოს მეარაყიშვილისთვის წარდგენილი ბრალდებების დაუყოვნებლივ მოხსნა.

განცხადების ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

განცხადება

__________________

  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ხელს აწერენ შემდეგი წევრი ორგანიზაციები:
    • ადამიანის უფლებათა ცენტრი
    • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
    • მედიის ინსტიტუტი
    • საფარი
    • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

 

  • ბორის ზვოსკაუს ბელორუსული ადამიანის უფლებათა სახლი, ხელს აწერენ შემდეგი წევრი ორგანიზაციები:
    • Belarusian Association of Journalists
    • Belarusian PEN Centre
    • Legal Initiative
  • ჩერნიგოვის საგანმანართლებლო ადამიანის უფლებათა სახლი, ხელს აწერენ შემდეგი წევრი ორგანიზაციები:
    • NGO MART
    • Center for humanistic technologies AHALAR
    • Human Rights Center ZMINA
    • Association of Ukrainian human rights monitors on Law Enforcement (Association UMDPL)
    • Ivano-Frankivsk regional organization “Moloda Prosvita”
    • The “East-SOS” Charitable Foundation
    • Chernihiv public committee of human rights protection
    • No Borders Project
    • Ukrainian Helsinki Human Rights Union
    • Centre of civil education “Almenda”
  • აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სახლი, ხელს აწერენ შემდეგი წევრი ორგანიზაციები:
    • Election Monitoring and Democracy Studies Center
    • Legal Education Society
    • Women’s Association for Rational Development (WARD)
  • ბელგრადის ადამიანის უფლებათა სახლი, ხელს აწერენ შემდეგი წევრი ორგანიზაციები:
    • Belgrade Centre for Human Rights
    • Civic Initiatives
    • Helsinki Committee for Human Rights in Serbia
    • YUCOM – Lawyers Committee for Human Rights
    • Policy Center
  • ყირიმის ადამიანის უფლებათა სახლი, ხელს აწერენ შემდეგი წევრი ორგანიზაციები:
    • Almenda
    • Crimean Human Rights Group
    • Human Rights Center ZMINA
    • Regional Centre for Human Rights
  • ოსლოს ადამიანის უფლებათა სახლი, ხელს აწერენ შემდეგი წევრი ორგანიზაციები:
    • Health and Human Rights Info
    • Human Rights House Foundation
    • Kvinnefronten
  • ერევნის ადამიანის უფლებათა სახლი, ხელს აწერენ შემდეგი წევრი ორგანიზაციები:
    • Women’s Resource Center
    • Real World, Real People NGO
    • Pink Human Rights Defender NGO
    • Socioscope NGO
    • PEN Armenia
  • ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლი, ხელს აწერენ შემდეგი წევრი ორგანიზაციები:
    • a.B.e. – Be active! Be Emancipated!
    • Center for Peace Studies
    • CROSOL – Croatian Platform for International Citizens Solidarity
    • Croatian Youth Network
    • Documenta – Center for dealing with the Past
  • ადამიანის უფლებათა კვლევის რუსული ცენტრი, ხელს აწერენ შემდეგი წევრი ორგანიზაციები:
    • Human Rights Network Group
    • Independent Psychiatric Association of Russia
    • Moscow Center for Prison Reform
    • Moscow Helsinki Group
    • Right of the Child
    • Right to Live and Have Civil Dignity
    • Social Partnership Foundation
    • Union of the Committees of Soldiers’ Mothers of Russia
    • Initiative Center for the Caucasus

Facebook Comments