მხარდაჭერა მშვიდობიან მანიფესტანტებს
მხარდაჭერას ვუცხადებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს!
ვიწყებთ თანხის შეგროვებას!
Შემოსული თანხა პირდაპირ მოხმარდება მშვიდობიანი მანიფესტანტების საჭიროებებს: ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფას, სამედიცინო დახმარებას და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, ფიზიკური უსაფრთხოების საჭიროებებს.
მშვიდობიანი აქციის დარბევა უკანონოა, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული მანიფესტანტები და შეწყდეს მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება.
მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია არაერთი საერთაშორისო თუ რეგიონული ხელშეკრულებით, მათ შორის:
ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით (მუხლი 20)
საერთაშორისო პაქტით …
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს;
2. ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში;
3. მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა.
სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგ…
უფლებადამცველების პროფესიული გადაწვა და თბილისის სახლის ფსიქოსოციალური სერვისები
,,მაწუხებს შფოთვები და მუშაობის დროს ეს შფოთვები კიდევ უფრო მეტად მიმძაფრდება.’’; ,,ისეთ მომსახურებას ვეღარ ვაწვდი ბენეფიციარებს, როგორიც გულით მინდა მივაწოდო“ - წერდნენ უფლებადამცველები საკუთარ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ადამიანის უფლებათა სახლისთვის შევსებულ ფორმაში.
პროფესიული გადაწვა ყველაზე ხშირი გამოწვევაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა სამუშაო საქმიანობა სხვა ადამიანებთან რეგულარულ კომუნიკაციასთან, ემოციურ თანაგრძნობასთან და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.
უფლებადამცველების ყოველდღიურ საქმიანობას თან სდევს მუდმივი სტრესი. სამართლიანობისთვის ბრძოლა ფიზიკურ მდგრადობას და ემოციურ მზაობას, პრობლემებზე სწრაფ რეაგი…