ვაგრძელებთ საპროტესტო აქციებზე დაზარალებული მშვიდობიანი მანიფესტანტების დახმარებას.

მხარდაჭერის მისაღებად, შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/8WywKnK2HC1e32mj8

მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია არაერთი საერთაშორისო თუ რეგიონული ხელშეკრულებით, მათ შორის:

ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით (მუხლი 20)

საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების შესახებ (მუხლი 21)

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მუხლი 11);

Გაეროს უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციით (მუხლი 5).

Შეკრების თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 21) და კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ.

ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, რომლებიც მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ პროტესტს. მადლობას ვუხდით მათ და იმ უამრავ ადამიანს, ვინც თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.