“დაცვის მექანიზმების გაძლიერება უფლებადამცველებისთვის – სასამართლო პროცესის მონიტორინგის ვორკშოპი სომეხი და ქართველი დამკვირვებლებისთვის” “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” (HRHT) მიერ “ჩერნიგოვის საგანმანათლებლო სახლთან” (EHRHC), “ბორის ზვოსკაუს სახელობის ბელარუსიის ადამიანის უფლებათა სახლთან” (BHRH) და „ერევნის ადამიანის უფლებათა სახლთან“ (HRHY) პარტნიორობით განხორციელებული პროექტია. პროექტი ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის „house to house” ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით შედგა.
ვორკშოპის მიზანი იყო მონაწილეებისთვის სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების სიღრმისეული გააზრება და აზერბაიჯანსა და/ან სომხეთში ადამიანის უფლებათა დამცველების სასამართლო პროცესებზე დამკვირვებელი იურისტების/ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების რიცხვის გაზრდა.
საქართველოში ჩატარებულ პრაქტიკულ და თეორიულ ვორკშოპს 12 მონაწილე ესწრებოდა თბილისისა და ერევნის ადამიანის უფლებათა სახლებიდან და მათი წევრი ორგანიზაციებიდან. მონაწილეები იყვნენ იურისტები, ჟურნალისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომელთაც ჰქონდათ პროფესიული გამოცდილება და დაინტერესებულნი იყვნენ ამ საქმიანობით და ასევე ისინი, ვისაც უკვე ჰქონდა სადამკვირვებლო მისიების გამოცილება, სურდათ კვალიფიკაციის ამაღლება ან საკუთარი გამოცდილების გაზიარება.
ვორკშოპს HRHT- მ, 2017 წლის 10-12 ივლისს უმასპინძლა.