საქართველოს წამების მსხვეპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც პასუხობს საქართველოში არსებული ტრავმირებული საზოგადოების საჭიროებებს შესაბამისი, მოთხოვნაზე მორგებული ფსიქო-სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებით.
2000 წლიდან მოყოლებული GCRT-ის პროფესიონალები ტრავმა გამოვლილ და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლ ადამიანებს აწვდიან შესაბამის სერვისებს.
GCRT ასევე აქტიურად არის ჩართული საქართველოში ფსიქოტრავმატოლოგიის განვითარების კუთხით. GCRT მხარში უდგას წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა საერთაშორისო და ეროვნულ კამპანიას, რითაც თავისი წვლილი შეაქვს საქართელოში ჯანსაღი, არაძალადობრივი და ჰუმანური საზოგადოების მშენებლობაში.
GCRT ასევე აქტიურია ადამიანის უფლებების სფეროში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
GCRT- ის მულტიდისციპლინური გუნდი მოიცავს ექიმებს, სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპევტებს
GCRT –ს სჯერა, რომ რეაბილიტაციითა და ადეკვატური მოპყრობით შესაძლებელია ადამიანთა ღირსების აღდგენა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია
საკონტაქტო ტელ: +995 32 2 22 06 89
ვ. ანჯაფარიძის 9, თბილისი 0179