საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონ მამუკა ბახტაძეს

თბილისი, პ. ინგოროყვას ქუჩა 7, 0114, საქართველო

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ გიორგი მარგველაშვილს

თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქუჩა 1, 0103, საქართველო

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 8, 0118, საქართველო

15 ოქტომბერი, 2018

ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავჯდომარევ

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ადამიანის უფლებათა სახლების 49 წევრი და პარტნიორი ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოგიწოდებთ შეწყვიტოთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება და თავი შეიკავოთ მათი საქმიანობისა და ლეგიტიმაციის დისკრედიტაციისგან.  ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ  სიტყვიერი თავდასხმა უფლებადამცველ ორგანიზაციებზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

2018 წლის 1 ოქტომბერს, 13-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (მათ შორის –  „თბილისი ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრმა ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება[1], რომელშიც ხელმომწერმა ორგანიზაციებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების „ღრმა“ კრიზისის გამო და მიანიშნეს მათ მოსალოდნელ „ჩამოშლაზე.“ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმული იყო კორუფციის მაღალი დონე, არაფორმალური მმართველობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, ხელისუფლებას მიეღო სათანადო ზომები. აღნიშნული განცხადების საფუძველი გახდა იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტების ზრდა, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნების“ ლიდერებს უკავშირდება და იწვევს ლეგიტიმურ კითხვებს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ. ამის შესახებ აღნიშნული ორგანიზაციები ბოლო თვეების მანძილზე საუბრობდნენ[2].

ამის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დაიწყეს  ცილისმწამებლური მედია კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

2018 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 13 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები „პოლიტიკური ინტერესების“ ქონაში დაადანაშაულა და ამ ორგანიზაციებს „სამოქალაქო საზოგადოების“ ნაცვლად „პოლიტიკური გაერთიანებები“ უწოდა[3].

3 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა 13 არასამთავრობო ორგანიზაცია და განაცხადა რომ „ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ ძალებს; […] ჩვენ მზად ვართ დავარეგისტრიროთ ისინი პოლიტიკურ პარტიებად.“[4]

5 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ კვლავ განაგრძო სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ ბრალდებები და განაცხადა, რომ „ისინი ფაშიზმის თანამონაწილეები არიან[5]“, ვინაიდან მათ არ მოახდინეს რეაგირება ერთ-ერთი ქართული მედია კომპანიის დირექტორის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე[6].

8 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძის მეორე განცხადების შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ასევე საჯაროდ გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი თქმით, „ძირითადად შექმნილია “ნაცმოძრაობის” მიერ; ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში.“[7]

აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „მსგავსი ტიპის აგრესიას არასამთავრობოების მიმართ არც ერთი ხელისუფლებისთვის არ მოუტანია სიკეთე”[8]. მისი თქმით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობის დაარსებამდე შეიქმნა და აღნიშნული ცილისმწამებლური კამპანია სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას დაუკავშირა.

უფრო მეტიც, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდის ანალიზისას, საქართველოში წამყვანმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გამოაქვეყნა ანგარიში მაღალჩინოსნების მხრიდან სამოქალაქო საზგოადოებაზე უპრეცედენტო ზეწოლის შესახებ[9].

რამდენიმე კვირაში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და სამოქალაქო საზოგადოების მისამართით არსებული მტრული გარემო განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

სამწუხაროდ, მსგავსი რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ ახალი არაა. 2015 წელს, ადამიანის უფლებათა სახლების დაახლოებით 55 წევრმა და პარტნიორმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წერილი მსგავს პრობლემასთან დაკავშირებით[10], რომელშიც შეშფოთება იყო გამოხატული ხელისუფლების მაღალჩინოსნების და პოლიტიკოსების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გავრცელებულ ბრალდებებზე, რომლითაც ისინი სახელმწიფოსთვის „ძირის გამოთხრაში“ დაადანაშაულეს[11].

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ხელისუფლების მაღალჩინოსნების და პოლიტიკოსების მხრიდან წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ეს ცალსახად არღვევს საქართველოს, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებს[12], რომლითაც აღიარებულია სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველების განსაკუთრებული როლი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაში,  2017 წლის 24 დეკემბერის გაეროს N 72/247 რეზოლუციის შესაბამისად, რომელსაც ასევე მხარი დაუჭირა საქართველომაც[13].

უფრო მეტიც, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ვალდებულებას, ვინაიდან წევრმა ქვეყნებმა უნდა:

„უზრუნველყონ უფლებადამცველებისათვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა; თავი შეიკავონ ცილისმწამებლური კამპანიების წარმოებისგან უფლებადამცველების და სხვა სამოქალაქო აქტივისტების და მათ ოჯახის წევრების წინააღმდეგ; დაგმონ მსგავსი კამპანიები თუ მათ აწარმოებს არასახელმწიფო ინსტიტუტი.[14]

მაღალჩინოსნების და პოლიტიკოსების მხრიდან განმეორებითი სიტყვიერი თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე აზიანებს ხელისუფლების გაცხადებულ სურვილს უზრუნველყოს ინკლუზიური საჯარო დიალოგი.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს, შექმნას უსაფრთხო და თავისუფალი გარემო უფლებადამცველებისთვის, რათა მათ შეძლონ შეფერხების გარეშე და უსაფრთხოდ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყნის ვალდებულებების თანახმად და სხვადასხვა უფლებადამცველი უწყებების, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების (2225 (2018) და მინისტრთა კომიტეტის დეკლარაციის (2008) შესაბამისად. ხელისუფლებამ თავად არ უნდა განახორციელოს და უნდა დაგმოს სხვების მიერ უფლებადამცველების და მათი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ცილისმწამებლური კამპანია.

აქვე, მოგიწოდებთ, ბატონო პარლამენტის თავჯდომარე, თავი შეიკავეთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიაში მონაწილეობისგან. ასევე, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო და ბატონო პარლამენტის თავჯდომარე,  მოგიწოდებთ  გამოიყენოთ თქვენი სიმბოლური და პოლიტიკური გავლენა და გამოხატოთ საჯარო მხარდაჭერა უფლებადამცველების და მათი საქმიანობის მიმართ, როგორც ეს გაცხადებულია გაეროს და ევროსაბჭოს ინსტრუმენტებში, ასევე ხაზი გაუსვით მათ საჯარო დებატებში მონაწილეობის მნიშვნელობას.

პატივისცემით,

ხელმომწერი ორგანიზაციები:

აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის შემსწავლელი ცენტრი
  • სამართლებრივი განათლების საზოგადოება

ბორის ზვოზსკაუს სახელობის ბელორუსის ადამიანის უფლებათა სახლი, ვილნიუსი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • ბელორუსული PEN ცენტრი
  • ჟურნალისტების ბელორუსული ასოციაცია
  • სამართლებრივი ინიციატივა

ბელგრადის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • იურისტების კომიტეტი ადამიანის უფლებებისთვის (YUCUM)

ჩერნიგოვის საგანმანათლებლო ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • სამართლის აღსრულების ადამიანის უფლებათა მონიტორების უკრაინული ასოციაცია
  • ჩერნიგოვის საჯარო კომიტეტი ადამიანის უფლებების დასაცავად
  • ჰუმანისტური ტექნოლოგიების ცენტრი AHALAR
  • მონიტორინგის აქტივობის შედეგების ჯგუფი – MART
  • პროექტი „საზღვრების გარეშე“
  • Postup – ადამიანის უფლებების ცენტრი
  • ტრანსკარპატული საჯარო ცენტრი
  • უკრაინული ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კავშირი

ყირიმის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • სამოქალაქო განათლების ცენრი – Almenda
  • ყირიმის ადამიანის უფლებათა ჯგუფი
  • ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრი
  • ადამიანის უფლებების რეგიონალური ცენტრი

ოსლოს ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი
  • ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების ინფორმაცია

რუსეთის საკვლევი ცენტრი ადამიანის უფლებებზე (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • რუსეთის ფსიქიატრთა დამოუკიდებელი  ასოციაცია
  • მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი
  • რუსეთის ჯარისკაცთა დედების კომიტეტების კავშირი

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი – GCRT
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
  • მედიის ინსტიტუტი
  • კავშირი საფარი – ოჯახი ძალადობის გარეშე

ვორონეჟის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • სამოქალაქო ინიციატივების განვითარების ცენტრი
  • მემორიალი
  • ოლგა გნეზდილოვა, დამოუკიდებელი იურისტი
  • თავისუფალი შრომის კონფედერაცია
  • ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული მოძრაობა
  • ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული ჯგუფი
  • მწერალთა რუსული გაერთიანება
  • იურისტები შრომითი უფლებებისთვის
  • საქველმოქმედო ფონდი „გარემოს და სოციალური სამართლიანობა“
  • თავისუფალი უნივერსიტეტი
  • არტ-ჯგუფი „Quadro”

ერევნის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • საჯარო ინფორმაცია და განათლების საჭიროება (PINK Armenia)
  • რეალური მსოფლიო, რეალური ადამიანები
  • ქალთა რესურს ცენტრი
  • არასამთავრობო ორგანიზაცია Socioscope

ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • a.B.e. – იყავი აქტიური, იყავი ემანსიპირებული
  • მშვიდობის შემსწავლელი ცენტრი
  • საერთაშორისო მოქალაქეების სოლიდარობის ხორვატიული პლატფორმა
  • Documenta – წარსულთან შეგუების ცენტრი

ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი, პოლონეთი

 ინდექსი ცენზურისთვის, დიდი ბრიტანეთი

——

ასლები გაეგზავნათ:

  • ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი
  • ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პირადი ოფისი
  • ევროსაბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველების მდგომარეობის შესახებ
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების შესახებ
  • კომისარ იოანეს ჰანსის ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარალებების კაბინეტი
  • ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
  • ევროპის პარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვე-კომიტეტი
  • დიპლომატიური კორპუსი თბილისში, ბრიუსელში, ჟენევაში, ნიუ-იორკსა და სტრასბურგში
  • საგარეო საქმეთა სამინისტროებს და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტებს

ადამიანის უფლებათა სახლებისა და ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის შესახებ

(www.humanrightshouse.org)

„ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი“ არის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ოსლოში (ნორვეგია), ფილიალი – ჟენევაში და წარმომადგენლობა – თბილისსა და ბრიუსელში. ფონდი იცავს, აძლიერებს და მხარს უჭერს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, აერთიანებს მათ ადამიანის უფლებათა სახლების საერთაშორისო ქსელში. ამჟამად, 16 ადამიანის უფლებათა სახლი ფუნქციონირებს 11 ქვეყანაში აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და კავკასიაში. ადამიანის უფლებათა სახლებთან ერთად, ფონდს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს უფლებადამცველების დაცვის მიზნით საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების დანერგვაში[15]. ფონდი არის გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს კონსულტანტი; ადამიანის უფლებათა სახლების ქსელს მინიჭებული აქვს ევროსაბჭოში მონაწილეობის სტატუსი.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი დაარსდა 2009 წლის სექტემბერში; ის არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ხუთ ქართულ უფლებადამცველ ორგანიზაციას: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო  რეაბილიტაციის ცენტრი; კავშირი „საფარი“ და მედია ინსტიტუტი.

[1] მოგვიანებით აღნიშნულ განცხადებას შეუერთდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაცია „საფარი“ https://www.transparency.ge/ge/post/arapormalurma-mmartvelobam-demokratiuli-institutebis-krizisi-gamoicvia

[2] იხილეთ 2018 წლის 25 სექტემბრის განცხადება ომეგა ჯგუფის და ტელეკომპანია იბერიას საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია საჯარო მოხელეების კორუფციაში მონაწილეობაზე: https://www.transparency.ge/ge/post/korupciis-sistemuri-problema-dauqovnebliv-reagirebas-sachiroebs

– იხილეთ 2018 წლის 17 სექტემბრის განცხადება: https://www.transparency.ge/ge/post/magali-donis-korupciis-savaraudo-shemtxvevebi-antikorupciul-sistemashi-zireuli-cvlilebis

– იხილეთ 2018 წლის 21 სექტემბრის სტატია: http://oc-media.org/secret-audio-recordings-suggest-racket-in-georgian-government/

– იხილეთ 2018 წლის 28 თებერვლის სტატია: https://www.transparency.ge/en/post/unlawful-transfer-property-otar-partskhaladzes-company-must-be-investigated

– იხილეთ 2018 წლის 6 მარტის განცხადება: https://www.transparency.ge/en/post/general-announcement/statement-regarding-information-about-participation-judge-reviewing-case-r

– იხილეთ 2018 წლის 5 ივლისის სტატია: https://www.transparency.ge/en/post/corruption-

– იხილეთ 2018 წლის 2 ივნისის  განცხადება: https://idfi.ge/en/ngos_urge_authorities_to_fundamentally_change_justice_system

– იხილეთ 2018 წლის 9 ოქტომბრის სტატია: https://www.transparency.ge/en/post/procurements-conducted-tbilisi-city-hall-system-2014-2017

[3] http://www.interpressnews.ge/en/politicss/98292-irakli-kobakhidze-calls-ngo-sector-a-political-union-of-certain-citisnes.html?ar=A&rund=1538637222

[4] https://1tv.ge/en/news/tea-tsulukiani-behavior-12-ngos-casts-shade-civil-society/

[5] https://1tv.ge/news/irakli-kobakhidze-vinc-khels-afarebs-fashists-tavadac-aris-fashizmis-tanamonawile-samwukharoa-rom-aseti-adamianebi-arasamtavrobo-organizaciebis-khelmdzghvanelebs-shorisac-arian/

[6] რუსთავი 2-ის დირექტორმა თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა ღომ „საჩვენებლად უნდა დაისაჯოს ყველა ვინც მხარს უჭერს ან აფინანსებს [ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს] https://news.ge/yvela-vinc-salome-zurabisvils-an-afinansebs-an-kampaniasi-sxvagvarad-exmareba-sacveneblad-unda-daisajos/

[7] http://www.interpressnews.ge/ka/article/515596-kaxa-kalaze-arasamtavroboebi-ziritadad-shekmnilia-nacmozraobis-mier-isini-an-xiblshi-arian-an-valshi-ar-unda-gagvikvirdes-mati-sichume-amazrzen-gancxadebaze

[8] http://rustavi2.ge/ka/news/115713

[9] http://www.isfed.ge/main/1421/eng/

[10] Link from HRHF web-site

[11] http://www.media.ge/ge/portal/articles/302606/.

http://www.civil.ge/eng/article.php?id=28010http://www.liberali.ge/ge/liberali/news/123407/.

[12] https://www.ohchr.org/en/hrbodies/hrc/pages/currentmembers.aspx

[13] http://undocs.org/A/RES/72/247

[14] საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 2225 (2018) უფლებადამცველების დაცვაზე ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში, მუხლი 5.6; მინისტრთა კომიტეტის დეკარაცია ევროსაბჭოს აქტივობა გააუმჯობესოს უფლებადამცველების დაცვა და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას, რომელიც მიიღო მინისტრთა კომიტეტმა 2008 წლის 6 თებერვალს, 1017-ე შეხვედრაზე.

[15] გაეროს დეკლარაცია ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, სამოქალაქო საზგოგადოების ჯგუფებისა და ორგანოები რათა ხელი შეუწყონ და დაიცვან საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები (დეკლარაცია), ადამიანების უფლებებსა და ვალდებულებების შესახებ რეზოლუცია, სამოქალაქო საზგოგადოების ჯგუფებისა და ორგანოები რათა ხელი შეუწყონ და დაიცვან საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები UN Doc. A/RES/53/144 (8 March 1999); web-site of HRHF: https://humanrightshouse.org/we-stand-for/strong-international-mechanisms/#latest (last accessed 18 September 2018)