COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა 

LOT 6: გრანტები მედია კამპანიებისთვის

1. კონტექსტი და მიზანი

„COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ არის რეგიონული პროექტი, რომელსაც ERIM (Equal Rights & Independent Media – ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში და მის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ აქტივისტებს და დამოუკიდებელ მედიას.

საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას დეზინფორმაციაზე უკეთ რეაგირებისთვის.  გრანტი ხელმისაწვდომა მედია კამპანიების, ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობების განსახორციელებლად, რომლის თემატიკაა COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაცია ჯანმრთელობის რისკების, მთავრობის ქმედებების, უსაფრთხოების სერვისებისა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ.

LOT 6: გრანტები მედია კამპანიებისთვის

გამოცხადებული საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მედია კამპანიების განხორციელებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, განსაკუთრებით, რეგიონებსა და სოფლებში. მხარდაჭერილი აქტივობები შესაძლოა, მოიცავდეს კარდაკარ საინფორმაციო კამპანიას, ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრებს კონკრეტულ ჯგუფებთან (ახალგაზრდები, მოხუცები, მასწავლებლები და ა.შ.), ასევე, სოციალურ მედიაში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში გასავრცელებლად მომზადებულ პროდუქტებს.  8,000 ევრომდე ღირებულების გრანტები მაქსიმუმ 12 თვის ვადით გაიცემა. გრანტები ხელმისაწვდომია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე დამოუკიდებელი მედიისთვის – მათი ერთობლივი განაცხადები კი, პრიორიტეტულია. პრიორიტეტი მიენიჭება განმცხადებლებს, რომელთაც აქვთ პოტენციალი, მიწვდნენ მოწყვლად ჯგუფებს, რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსა და პანდემიით განსაკუთრებულად დაზარალებულ ადამიანებს.

განაცხადები პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციებისგან არ განიხილება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 12 სექტემბერი, თბილისის დროით 18:00

2.დასაშვებობისა და შერჩევის კრიტერიუმები

 განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:

  1. საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს
  2. დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს

ერთობლივი განაცხადი: არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედია ორგანიზაციას შეუძლიათ წარადგინონ ერთობლივი განაცხადი. 

მაქსიმალური მოთხოვნილი თანხა როგორც ინდივიდუალურ, ისე ერთობლივ განაცხადებზე: 8000 ევრო.

დასაშვებობის კრიტერიუმები:

განმცხადებელს აქვს აქტიური საქმიანობის ისტორია მინიმუმ ბოლო სამი წლის განმავლობაში. მედია ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განაცხადის შემთხვევაში, ამ კრიტერიუმს ერთ-ერთი მათგანი მაინც აკმაყოფილებს;

  • განმცხადებელს ჰყავს სულ მცირე სამი სრულ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომელი. მედია ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განაცხადის შემთხვევაში, ამ კრიტერიუმს ერთ-ერთი მათგანი მაინც აკმაყოფილებს;
  • განმცხადებელი წარმოაჩენს წარსული საქმიანობის სტაბილურობას;
  • განმცხადებელს აქვს მედია კამპანიის განხორციელების მკაფიო გეგმა /გამოცდილება.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა:

განმცხადებლებმა უნდა გამოაგზავნონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითონ „LOT6: გრანტები მედია კამპანიებისთვის“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განმცხადებელთა დიდი რაოდენობის გამო, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ თანდართული ფაილიდან.

თუ ვერ გზავნით სააპლიკაციო ფორმას ელ.ფოსტით, ან გაქვთ რაიმე შეკითხვა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected]