თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით ჩატარდა ფოტოკონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობადობის ამაღლებას იმ ქალებზე რომლებიც იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის და ასევე იმ პრობლემებზე, რომლებსაც ისინი ადვოკატირებას უწევენ.
ფოტოკონკურსში მონაწილე ფოტოების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდა 16 ივლისს, ფორუმზე “თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის 2019”
ფოტოკონკურსის გამარჯვებულები:
1. გრანპრი – ჟიურის მიერ შერჩეული ფოტოგრაფი, რომელმაც მიიღო 900 ლარი
ფოტოგრაფი – ილია რატიანი
ფოტოგრაფირებული ქალი: ნუგელი ჯანაშვილი
2. შთამაგონებელი ფოტო – ჟიურის მიერ შერჩეული ფოტოგრაფი, რომელმაც მიიღო 900 ლარი
ფოტოგრაფი – მარიტა ყაველაშვილი
ფოტოგრაფირებული ქალი: ჩინარა კოჯაევა
ფოტოგრაფების გამარჯვებულ კატეგორიებთან ერთად, მათი საქმიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჟიურიმ შეარჩია ფოტოგრაფების მიერ წარმოჩენილი სამი აქტიური და შთამაგონებელი ქალი, რომლებსაც საშუალება მიეცათ მიიღონ მცირე გრანტი იმ საკითხების ადვოკატირებისთვის, რაზეც ზრუნავენ საკუთარ თემში.
მცირე გრანტის შეთავაზება მიიღეს:
– ჩინარა კოჯაევამ
– ნინო ქათამაძემ
– მარიამ ნუცუბიძემ
ფოტოკონკურსის ჟიური:
ბაია პატარაია:
ქალთა უფლებების აქტივისტი და უფლებადამცველი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე. არის ასევე ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ქსენია ვისოცკაია:
საფრანგეთში დაფუძნებული ფოტოგრაფი, ამჟამად მუშაობს ბრენდების კომისიებზე და პერსონალურ პროექტზე დასავლეთ ევროპაში ნეო-პაგანური რელიგიების შესახებ.
ქრეიგ ჯექსონი:
ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის კომუნიკაციების ოფიცერი.
ვიქტორია სტივენსი:
IREX ევროპის პროექტების მენეჯერი, ხელმძღვანელობს პროგრამებს გენდერულ თანასწორობაზე და მედია წიგნიერებაზე.
გულნარ სალიმოვა
აზერბაიჯანში დაბადებული ფოტოგრაფი და კინორეჟისორი. მუშაობს ძირითადად სოციალურ და ადამიანის უფლებათა საკითხებზე. მისი დოკუმენტური ფილმი ტრანსგენდერი ქალების შესახებ ნაჩვენები იყო DocuBaku – დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე და CineDOC ტურზე.
ფოტოკონკურსი ჩატარდა IREX ევროპასთან პარტნიორობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.