„უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლის 12 სექტემბერს დაფუძნდა.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.

23 წლიანი არსებობის მანძილზე, ორგანიზიციის დახმარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია, აღიდგინა დარღვეული უფლებები, ასევე შეიძინა გარკვეული ცოდნა და უნარი საკუთარი უფლებების დაცვის და რეალიზების კუთხით.

ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ასევე წარმოადგენს ქართულ მართლმსაჯულებაში  საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დანერგვა და განხორციელება. ორგანიზაციის იურისტების დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი და პრეცედენტული საქმე დასრულებულა წარმატებით ადგილობრივ საერთო სასამართლოებში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო სასამართლოებში.

„უფლებები საქართველომ“ პირველმა წარადგინა (1999 წელს) და მოიგო საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ორგანიზაციამ შექმნა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების და სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის პრეცედენტი.

ორგანიზაციამ დანერგა გაეროს ხელშემკვრელ ორგანოებში სამართალწარმოების დაწყების სტანდარტი. „უფლებები საქართველო“ არის პირველი ორგანიზაცია საქართველოდან, რომელმაც საქმე წარადგინა და მოიგო გაეროს CEDAW კომიტეტში. ეს არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაზე კომიტეტმა შეწყვიტა მონიტორინგი, რადგან სრულად მოხდა აღსრულება.

„უფლებები საქართველოს“ ასევე აქვს დიდი გამოცდილება საომარი და ომის შემდგომი კრიზისული ვითარებისას დაზარალებული პირების დაცვის მხრივ. კერძოდ, ორგანიზაციამ 2008 წელს უშუალოდ ომის მიმდინარეობის დროს შეაგროვა მასალები და ამჟამად 400  პირის ინტერესებს წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ევროსასამართლოში.

გარდა ამისა, „უფლებები საქართველო“ წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზაცის საქართველოში, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებს, ჰუმანიტარული სტატუსის და მოქალაქეობის არმქონე პირებს.