პროექტის დასახელება: დევნილი აქტივისტების მხარდასაჭერად
დონორი: ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის
განხორციელების პერიოდი: 01.05.2017 – 30.04.2018
პროექტის პარტნიორი HRHT-ის წევრი-ორგანიზაციები: “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, GCRT
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ განხორციელებული პროექტი დევნილი აქტივისტების მხარდასაჭერად მიზნად ისახავს დევნილობაში მყოფი აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტების, აქტივისტების, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აქტივისტების მხარდაჭერას. დევნილთა განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით HRHT პროექტის ბენეფიციარებს სთავაზობს სრულ მომსახურებას: ჰუმანიტარულ და იურიდიულ დახმარებას.
უზრუნველყოფს მათ თავშესაფრით, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარებით.
მათი საქართველოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად HRHT პროექტის ბენეფიციარებს სთავაზობს ენის კურსებს (ინგლისური და ქართული), ანაზღაურებად სტაჟირებებსა და საქართველოში საორიენტაციო ტრენინგებს.
HRHT აგრძელებს სადამკვირვებლო მისიებს უფლებადამცველებისა და ადვოკატების წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებზე აზერბაიჯანში.