მედიის ინსტიტუტის მიზნები:
- საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა დოკუმენტებით საყოველთაოდ აღიარებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვა და პოპულარიზაცია;
- ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის განვითარებას საქართველოში;
- ხელი შეუწყოს თავისუფალი მედია გარემოს შექმნას, მედიის ანგარიშვალდებულების და თვითრეგულირების მექანიზმების განვითარებას;
- ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გამოხატვის თავისუფლების საკითხებში;
- ხელი შეუწყოს სახელმწიფოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ადამიანის უფლებათა დაცვას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას;
მედიის ინსტიტუტის ამოცანები:
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებათა სფეროში პროგრამებისა და პროექტების განხორციელება;
- გამოხატვის თავისუფლების შესახებ ბიბლიოთეკებისა და ვიდეოთეკების შექმნა;
- პერიოდული მოხსენებების მომზადება საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ;
- საზოგადოებრივი კამპანიების წარმოება და გამოხატვის თავისუფლების პოპულარიზება;
- კონფერენცია–სემინარებში, შეხვედრებში, საჯარო დისკუსიებში, შემოქმედებით კონკურსებში, საქველმოქმედო, სამშვიდობო და სხვა კანონით ნებადართულ აქციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
- უფლებაშელახული ჟურნალისტებისა და აქტივისტებისათვის დახმარების (იურიდიული, სამედიცინო, ფსიქო–სოციალური და სხვ.) საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
- ვიდეო, აუდიო, ფოტო და ბეჭდური პროდუქციის შექმნა და გავრცელება;
- ალტერნატიული მედია საშუალებების განვითარება; მედია საშუალებების სოლიდარობის ხელშეწყობა;
- საინფორმაციო–ანალიტიკური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო საქმიანობა და საინფორმაციო ბაზის შექმნა;
- ჟურნალისტების რეგიონალური ქსელის სტიმულირება;
- მთარგმნელობით და საგამომცემლო საქმიანობას წარმართვა;
- სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა;
- მედია მონიტორინგის ჩატარება;
- ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის ხელშეწყობა მედიაში;
- სიძულვილის ენის და სიძულვილის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა;
- მედიის მრავალფეროვნების განვითარება;
- კონფლიქტურ ზონებში ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა და პროფესიული გაშუქება;
- საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება;
- სტუდენტური მედია საშუალებების წახალისება და ჟურნალისტური განათლების ამაღლება;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
განხორციელებული პროექტები:
მედიის ინსტიტუტი ჩართული იყო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის 2 პროექტში:
„ადამიანის უფლებები რეგიონებში“, რომელიც დაფინანსებული იყო ჰოლანდიის საელჩოს მიერ – მედიის ინსტიტუტი ამზადებდა სტატიებსა და დოკუმენტურ ფილმებს. პროექტის ფაგრლებში მომზადდა 64 ვიდეო სიუჟეტი და 40-მდე პუბლიკაცია.
„აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მხარდაჭერა“ – მიმდინარე პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ჰოლანდიის საელჩოს მიერ – მედიის ინსტიტუტის მიერ მზადდება ვიდეო სიუჟეტები აზერბაიჯანელ აქტივისტებთან თანამშრომლობით.