თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) აცხადებს კონკურსს მკვლევრის პოზიციაზე საქართველოს რეგიონებში უფლებადამცველთა საჭიროებების შესახებ თემატური ანგარიშის მოსამზადებლად.
თემატური ანგარიშის მიზანი
9 თვიანი პროექტის „საქართველოს რეგიონებში უფლებადამცველების და აქტივისტების გაძლიერება მათი მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირების, აქტიური ჩართულობისა და ადვოკატირების გზით“ ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, „თბილისი პრაიდთან“ პარტნიორობით, მიზნად ისახავს შექმნას თემატური ანგარიში საქართველოს რეგიონებში უფლებადამცველების და აქტივისტების, ასევე მათ წინაშე არსებული პრობლემების და რისკების შესახებ.
შერჩეული მკვლევარი შეისწავლის სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს, შეხვდება მათ წარმომადგენლებს სხვადასხვა ფორმატში (ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ა.შ.) და დააიდენტიფიცირებს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.
თემატური ანგარიშის და მისი მიგნებების პრეზენტაცია გაიმართება საჯაროდ – როგორც უფლებადამცველებისთვის, ასევე სხვა სამიზნე ჯგუფებისთვისაც, როგორიცაა დონორები, სახელმწიფო მოხელეები, სტუდენტები და ა.შ.
- მკვლევარი
სამუშაოს აღწერილობა:
– პროექტის პარტნიორებთან კონსულტაციით კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება
– სამაგიდო კვლევის წარმოება რელევანტური მასალების გასაანალიზებლად (კვლევები, მოხსენებები და ა.შ.)
– კითხვარების შექმნა ფოკუს ჯგუფებისა და ინტერვიუებისთვის
– შესაბამის რესპონდენტებთან ინტერვიუების ჩატარება
– ფოკუს-ჯგუფების ორგანიზება და შეგროვებული ინფორმაციის გაანალიზება
– პროექტით გათვალისწინებულ შეხვედრებზე დასწრება
შედეგები:
– თემატური ანგარიში საქართველოს რეგიონებში უფლებადამცველების, აქტივისტების და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებსა და გამოწვევებს შესახებ (დაახლოებით 10-15 გვ.)
– თემატური ანგარიშის პრეზენტაცია
ძირითადი მოთხოვნები:
– მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სოციალურ მეცნიერებებში, სამართალსა ან შესაბამის სფეროში.
– თვისებრივი კვლევის წარმოების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
– უფლებადამცველებთან/არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის დადასტურებული გამოცდილება;
– ქართული ენის ცოდნა.
ხანგრძლივობა:
– კონსულტაციის სავარაუდო პერიოდია: 2022 წლის ოქტომბერი – 2022 წლის დეკემბერი (დაახლოებით 15 დღე)
განსაზღვრული ანაზღაურება
1000 ევრო (ხელზე ასაღები თანხა)
ლოჯისტიკა:
საველე სამუშაოების ხარჯები (დღიური ანაზღაურება, მგზავრობა, COVID-19-თან დაკავშირებული ხარჯები) არ შედის ანაზღაურებაში და დამატებით იქნება გათვალისწინებული.
განაცხადის გაკეთება:
დაინტერესებულმა პირებმა 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV), სამოტივაციო წერილი და ერთი რეკომენდატორის ვინაობა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] (სათაურში მიუთითეთ: უფლებადამცველთა მკვლევარი)
ორგანიზაციის შესახებ
თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას („ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ,,უფლებები საქართველო”, „მედიის ინსტიტუტი“, „საფარი“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“). თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის და ადვოკატირების მიზნით, თბილისის სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობას.
————————
ეს აქტივობა ხორციელდება ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის მხარდაჭერით.