ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

ორგანიზაციის შესახებ: კავშირი „საფარი“ 2001 წელს დაარსდა, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი. მომდევნო წელს, „საფარმა“ გახსნა იმ პირველი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. თავშესაფარში მსხვერპლებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარება.

ანალოგიურ დახმარებას სთავაზობდა „საფარი“ ნებისმიერ მის კლიენტს. „საფარის“ საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, პოლიციელების და სოციალური მუშაკების გადამზადებასა და გენდერული თანასწორობისა და ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ქართული კანონმდებლობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას.

2013 წლიდან, „საფარმა“ გააფართოვა საქმიანობის მანდატი და ის მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალთა უფლებებს უკავშირდება. „საფარი“ აქტიურად ჩაერთო საკანონმდებლო, ადვოკატირების და ლობირების საქმიანობაშიც. ამჟამად, „საფარი“ ოჯახში და ზოგადად ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მუშაობის გარდა, ორიენტირებულია დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაზე და ქალთა მოძრაობის გაძლიერებაზე.

„საფარის“ მისიაა თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნა.

ელ. ფოსტა: unionsapari@gmail.com

ტელეფონი: 0322 30 76 03

მისამართი: თბილისი, გახოკიძის ქ. N11ა (ყოფილი ქანთარიას ქუჩა)

ვებგვერდი: www. sapari.ge