თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRH-თბილისი) არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ხუთ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას. სახლი დაფუძნდა თბილისში „ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის“ მხარდაჭერით და 2010 წლის ივლისში დარეგისტრირდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. HRH-თბილისი იმავე წელს ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის წევრი გახდა.

„ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი“ იცავს, აძლიერებს და მხარს უჭერს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს. ამჟამად დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთობლივად ახორციელებენ საქმიანობას 11 ქვეყნაში მოქმედ 16 ადამიანის უფლებათა სახლში.

HRH-თბილისი შედგება შემდეგი წევრი ორგანიზაციებისგან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“კავშირი  “საფარი” და  „მედიის ინსტიტუტი“. ადამიანის უფლებათა სახლის კონცეფციიდან გამომდინარე, თანამშრომლობის და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის ადვოკატირების მიზნით, HRH-თბილისის ყველა წევრი ორგანიზაცია განთავსებულია ერთ სივრცეში და მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე: იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება, კანონმდებლობის გაუმჯობესება, ადვოკატირება, ადამიანის უფლებების შესახებ განათლება და რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველების, აქტივისტების და ჟურნალისტების დაცვა. დაცვის პროგრამის ფარგლებში HRH-თბილისი ეხმარება აზერბაიჯანიდან დევნილ უფლებადამცველებს, აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რომლებიც თავს აფარებენ საქართველოს.