ბუღალტრის ასისტენტი

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს კონკურსს ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე.

სტაჟირების პერიოდი: 16 სექტემბერი, 2019 – 30 ნოემბერი, 2019 (1.5 თვე)

სამუშაო პერიოდი: 1 დეკემბერი, 2019 – 31 მაისი, 2020 (6 თვე)

სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი

საქმიანობის აღწერა:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ბუღალტრის ასისტენტი დაეხმარება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ფინანსურ მენეჯერს ორგანიზაციის ფინანსური რესურსების მართვაში და ბუღალტრულ აღრიცხვაში:

 ** საპროექტო განაცხადების ბიუჯეტის შედგენა და განხილვა;

** უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოების დროში გაწერა;

** პროექტის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი დანახარჯების კონტროლი;

** პროექტის ფარგლებში დღგ ანგარიშფაქტურებით შესყიდულ საქონელზე/მომსახურეობაზე გამოწერილი დღგ ანგარიშფაქტურების შემოსავლების სამსახურში წარდგენა შესაბამისი ფორმით;

** დონორისათვის ორგანიზაციის ყველა საჭირო ფინანსური ინფორმაციის წარდგენა;

** ყველა ტიპის კონტრაქტის მომზადება, შეთანხმება სახლის კოორდინატორთან, წარდგენა გამგეობის თავმჯდომარესთან შემდგომში დამოწმების მიზნით;

** ინვოისების საფუძველზე გადახდების/გადარიცხვების წარმოება;

** შესყიდვების პროცედურის დაგეგმვა და ორგანიზაციის შიდა პროცედურით განსაზღვრული წესებით მისი აღსრულება;

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში – ORIS Accounting;

** დონორის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შუალედური და საბოლოო ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

** ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების მართვა და კონტროლი/შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან (მინიმუმ კვირაში ერთხელ);

** საგადასახადო ორგანოებთან დროული და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება/მიღება (დეკლარაციები, განცხადებები, დღგ დაბრუნება, ელ. ფაქტურბი/ზედნადებები);

** სალაროს ოპერაციების წარმოება და ნაშთების კონტროლი/შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან (მინიმუმ კვირაში ერთხელ);

** ფინანსური დოკუმენტების შენახვა და კონტროლი (კანონმდებლობით მოთხოვნილ ვადებში);

** პროექტის ფარგლებში შეძენილი საქონლის/მომსახურეობის ყველა ფინანსური დოკუმენტის სისწორის შემოწმება, თავმოყრა, დახარისხება და შენახვა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ:

 ** პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

** რეზიუმე (CV) (გთხოვთ, მიუთითოთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია);

** სამოტივაციო წერილი.

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

 ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);

** MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;

** შესაბამისი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას);

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი)

** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი)

** რუსული ენის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა

გთხოვთ, წარმოადგინოთ ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია ქართულ ენაზე არაუგვიანეს 2019 წლის 21 ივლისის 18:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Tbilisi@humanrightshouse.org გთხოვთ, მიუთითოთ ელფოსტის საგნის გრაფაში შესაბამისი პოზიცია: “ბუღალტრის ასისტენტი“.

 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრული საბუთების წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად იდენტიფიცირებულ კანდიდატებთან.

ორგანიზაციის შესახებ:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (თბილისის სახლი) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებათა სფეროში აქტიურ ხუთ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. თბილისის სახლის წევრები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, საფარი და მედიის ინსტიტუტი. ადამიანის უფლებათა სახლის კონცეფციის შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებათა ეფექტური დაცვისთვის, ყველა წევრი ორგანიზაცია ერთიან სივრცეში მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება, კანონმდებლობის დახვეწა, ადვოკატირება, ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება და უფლებადამცველებისა და აქტივისტების დაცვა.
თბილისის სახლი 2010 წელს დარეგისტრირდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის ხელშეწყობით. თბილისის სახლი იმავე წელს ადამიანის უფლებათა სახლების საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ქსელი აერთიანებს ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომლებიც სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის საქმიანობენ 14 ადამიანის უფლებათა სახლში, 12 ქვეყანაში.

თბილისის სახლის ვებ-გვერდი: http://humanrightshouse.org/Members/Georgia/index.html | https://www.hrht.ge

ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/humanrightshousetbilisi/?ref=bookmarks

Facebook Comments