არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) დაარსდა 1996 წლის 10 დეკემბერს თბილისში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მშვიდობის ხელშეწყობა.

ხედვა

ცენტრს სჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, თავისუფლად და დისკრიმინაციის გარეშე ისარგებლოს ეროვნული და საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით და რომ ამ უფლებებისა და კანონის უზენაესობის რეალიზაცია და დაცვა წარმოადგენს საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის შენების წინაპირობას.

მიზნები

ცენტრის მიზანია, გაიზარდოს ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ხოლო ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს და ძალთა გადანაწილებას დისკრიმინაციის ყველა დონეზე აღმოსაფხვრელად.

პრიორიტეტული სფეროები

❖ კანონის უზენაესობის გაძლიერება

  • ადამიანის უფლებების საერთაშორისოსტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობით და მათი განხორციელების მონიტორინგით;
  •  ადამიანის უფლებებისა და მათი რეალიზაციისათვის ხელმისაწვდომი იურიდიული მექანიზმების შესახებსაზოგადოების ცნობიერების ამაღლებით;
  • უფასო იურიდიული დახმარებით კერძო პირებისა და ჯგუფებისათვის, რათა დაცული იყოს მათი უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
  • ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგით, დოკუმენტირებით და ანგარიშების მომზადებით.

 

❖ გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვა

  • დამოუკიდებელი მედიის განვითარების ხელშეწყობით;
  • გამოხატვის თავისუფლებისათვის შესაბამისი გარემოს შექნის ხელშეწყობით;
  • ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ორგანიზაციული განვითარებით;
  • ახალი მედიის ხელშეწყობითა და პოპულარიზაციით.

 

❖ თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა

  • დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლით;
  • უმცირესობების უფლებების დაცვით;
  • გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობით.

 

❖ გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების ხელშეწყობა

  • შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების დოკუმენტირებითა და ანგარიშების მომზადებით;
  • რესტიტუციის, რეპარაციის ადვოკატირებით;
  • ნდობის აღდგენა შერიგებითა და მშვიდობის მშენებლობით;

 

❖ დემოკრატიული პროცესების გაძლიერება

  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება ორგანიზაციული განვითარებისა და ქსელური საქმიანობების საშუალებებით;
  • სოციალური ჯგუფების სამოქალაქო საქმიანობებში ჩართვის ხელშეწყობით;
  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, კარგი მმართველობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობით.

საქმიანობები

  • ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მონიტორინგი და დოკუმენტირება;
  • ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ანგარიშების რეგულარულად მიწოდება;
  • საკანონმდებლო და პოლიტიკის რეფორმების ლობირება და ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან;
  • ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე სასამართლო დავების წარმოება იურიდული დახმარების ცენტრის უფასო მომსახურების გზით;
  • ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყოველდღიურად განახლებადი ორენოვანი ინტერნეტგამოცემისwww.HumanRights.ge სა და ვიდეოპორტალისwww.hridc.tvის საშუალებით;
  • ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ქსელური საქმიანობის საშუალებით.

ინიციატივები

❖ უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი

სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველების ქსელი (http://www.caucasusnetwork.org) აერთიანებს 30 უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.  ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში და საერთაშორისო დონეზე. ქსელი იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას სთავაზობს დევნილ ან რისკის ქვეშ მყოფ უფლებადამცველებს. ქსელი ახორციელებს სამხრეთკავკასიის ქვეყნებში შექმნილი პოლიტიკური, სამართლებრივი და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მონიტორინგს, რათა დაადგინოს თუ როგორ ახდენს ეს გარემო გავლენას  უფლებადამცველებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე; ლობირებას უწევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე ამ გარემოს გაუმჯობესებას.

კამპანიაბოდიშიკამპანიაბოდიში“ (http://www.apsni.org) დაიწყო 2007 წლის მარტში. კამპანიაბოდიშისმიზანია  შეიცვალოს ურთიერთობის ის ფორმები,  რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. კამპანიაბოდიშითავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. „ბოდიშისმთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს  შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის  გარღვევაა. კამპანიის მონაწილეებს სურთ, ყველა დააფიქრონ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დაშვებულ იქნა.  

 


 

❖ ადამიანის უფლებათა სახლი

2009 წლის ოქტომბერში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (http://www.humanrightshouse.org) გაწევრიანდა ადამიანის უფლებათა სახლების ქსელში, აღნიშნული ქსელის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მსგავსი გლობალური ქსელის წევრობა საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების ადვოკატირებასა და ლობირებას უფრო მეტ გავლენას მიანიჭებს; ასევე მოხდება სხვა ქვეყნის წევრი არასამთავრობოების  ცოდნის, უნარისა და

გამოცდილების გაზიარება. თბილისის ადამიანის უბლებათა სახლი თავის წვლილს შეიტანს საქართველოში ადამიანის უფლებათა პატივისცემის გაზრდაში, უფლებადამცველების საქმიანობის ხელშეწყობაში; ის არის საქართველოსა და რეგიონში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების მოკავშირე და ხელშემწყობი.

 


 

❖ კოალიცია ნდობის აღდგენისთვის

2015 წლის ივნისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ნორვეგიის  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დააარსეს კოალიციანდობის აღდგენისათვის” (http://www.coalitionfortrust.org). კოალიცია შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სამწლიანი პროექტის შედეგად, რომელსაც ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ახორციელებდა კოალიციის წევრებთან ერთად და მისი მიზანი იყო კოალიცია ნდობისათვის შექმნა. 2015 წლის სექტემბერში კოალიცია დარეგისტრირდა როგორც საერთაშორისო ასოციაცია ოსლოში (ნორვეგია). მას აქვს რეგიონალური მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობასა და პარტნიორობას. კოალიციის წევრები  შეთანხმდნენ, რომ კოალიცია: იქნება რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ნდობის და ურთიერთობის აღდგენაზე მიმართული ინიციატივებისა და საქმიანობების მძლავრი პლატფორმა; იქნება რეგიონალურ და შესაბამის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ეფექტური ქსელი; არ ჩაერევა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, პირიქით, ხელს შეუწყობს ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის ჰუმანურ მიდგომებს; ეცდება იმუშაოს ისტორიული თუ პოლიტიკური კონფლიქტების შედეგად გახლეჩილ საზოგადოებებთან და ხელი შეუწყოს ამგვარად გახლეჩილ საზოგადოებებს, იმუშაონ მშვიდობიან თანაცხოვრებასა და მშვიდობის მშენებლობაზე.


 

❖ მსხვერპლის აღმწერთა ქსელი

2009 წელს, ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფთან ერთად ოცმა დამფუძნებელმა წევრმა დაიწყო მსხვერპლის აღმწერთა საერთაშორისო  ქსელის შექმნა (http://www.everycasualty.org/practice/ipn). მსოფლიოში არსებობს მრავალი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტურ ზონებში მუშაობს მსხვერპლის მონაცემების მოგროვებაზე, ჩაწერასა და მაქსიმალურად დამახსოვრებაზე.

თუმცა, წინასწარი მდგომარეობით, თითოეული ორგანიზაცია მოქმედებს ცალკე, გადაწყვეტილებებს იღებს მათი კონკრეტული შემთხვევებისათვის, იმის გაუაზრებლად, რომ მსგავს სამუშაოს ვინმე სხვაც ასრულებს. აშკარად გამოიკვეთა აუცილებლობა, რომ მსგავს ორგანიზაციებს უნდა შეექმნათ ქსელი და ემუშავათ საერთო პრობლემებსა და მისწრაფებებზე. „ადამიანის უფლებათა ცენტრიამ ქსელის ერთერთი დამფუძნებელია.


 

❖ საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის

ადამიანის უფლებათა ცენტრი არისსაქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვისთავმჯდომარე ორგანიზაცია. კოალიციის მიზნებია: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების დაზარალებულთა ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის, მათი მშვიდობიანი მოგვარებისა და საზოგადოებაში ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. „საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვისწევრი ორგანიზაციებია: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „21 საუკუნე’’, „კონსტიტუციის 42 მუხლი“, „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“, „საერთაშორისო მართლმსაჯულებადაწამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“.

საერთაშორისო ქსელები

ადამიანის უფლებათა ცენტრი არის შემდეგი საერთაშორისო ქსელების წევრი:

  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH); www.fidh.org
  • წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT – ქსელი SOS -წამება); www.omct.org
  • ადამიანის უფლებათა სახლების ქსელი www.humanrighshouse.org
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არასამთავრობოთა კოალიცია (CICC); www.coalitionfortheicc.org
  • ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე;  www.hrwf.net
  • მშვიდობის საერთაშორისო ბიურო (IPB); www.ipb.org
  • UNITED for Intercultural Action – ევროპული ქსელი ნაციონალიზმის, რასიზმის, ფაშიზმის წინააღმდეგ და მიგრანტებისა და ლტოლვილების მხარდასაჭერად;

ბავშვთა უფლებების საინფორმაციო ქსელი (CRIN); www.crin.org

დონორები

ცენტრს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ შემდეგი დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები:

ევროპის საბჭო;  ციხის საერთაშორისო რეფორმა; ფონდიღია საზოგადოება საქართველო“; ბულგარეთის საელჩო საქართველოში; აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტი/USAID; აშშის საელჩო საქართველოში; ევროკომისია; ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო; ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი; ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED, აშშ); ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ფონდი; კანადის საელჩო; შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო; ეუთოს მისია საქართველოში; ევროპის ფონდი; გაეროს ბავშვთა ფონდი;  ფრიდრიხ ებერტის ფონდი; ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ბუდაპეშტი); მსოფლიო ბანკი; შვეიცარიის საელჩო საქართველოში; ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში; გერმან მარშალ ფონდის რეგიონალური თანამშრომლობის შავი ზღვის ფონდი; კორდეიდი (“კათოლიკური ორგანიზაცია დახმარებისა და განვითარებისათვის”, ნიდერლანდები); ლიტვის საელჩო საქართველოში; სკანდინავიური საბჭოები/ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი; აბილისის ფონდი; Nonviolent Peaceforce; უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი; შვედეთის ინსტიტუტი; რელიგიის ან რწმენის თავისუფლების ოსლოს კოალიცია; ჰაინრიხ ბიოლის ფონდი; ესტონეთის საელჩო საქართველოში; საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი/USAID, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; ლტოლვილთა ფონდი(ნიდერლანდები).

საკონტაქტო

❖ თბილისის ოფისი

  • მისამართი: 0160 თბილისი , ა. გახოკიძის ქ. № 11ა, (ყოფილი გაგარინის II შესახვევი) III სართული
  • ტელ.: (+995 32) 237 69 50, (+995 32) 245 45 33, (+995 32) 238 46 48
  • ფაქსი: (+995 32) 238 46 48
  • ელ-ფოსტა: hridc@hridc.org
  • ვებ-გვერდი: www.hridc.org,  www.humanrights.ge

 


 

❖ შიდა ქართლის ოფისი

  • მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქ.№45
  • ტელ.    0(370) 27 07 18

 


 

❖ კახეთის ოფისი

  • მისამართი: გურჯაანი, ნონეშვილის  ქუჩა 14, III სართული.  
  • ტელ:  0 (353) 22-50-70,

 


 

❖ ქვემო ქართლის ოფისი

  • მისამართი:  ქ. რუსთავი. მეგობრობის 20.
  • ტელ: 0 (341) 25 00 69